წესები და პირობები
ზოგადი დებულებები
-
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომელიც ფორმდება ვებგვერდის მომხმარებელსა და ი/მ დიმიტრი ჯანყარაშვილს (ს/კ 01013031436) მოქმედი საფირმო სახელით „Art BikeKids/არტბაიკ კიდსი“) შორის. ვებგვერდზე სტუმრობით ან პროდუქციის შეძენით, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს. კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას, ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ დოკუმენტში, რაც ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნებისთანავე.
პროდუქციის აღწერა და ფასები
-
კომპანია ცდილობს მაქსიმალური სიზუსტით ასახოს პროდუქციის მახასიათებლები, თუმცა არ გამორიცხავს მცირე ცდომილებას ფერებში ან აღწერაში.
-
პროდუქციის ფასები მითითებულია ლარში და მოიცავს კანონით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
-
თუ ტექნიკური შეცდომის გამო საიტზე მითითებულია არასწორი ფასი, კომპანია იტოვებს უფლებას გააუქმოს შეკვეთა და დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი თანხა სრულად.
ნივთის შეძენა და გადახდა
-
საიტზე პროდუქციის შესაძენად მომხმარებელი ირჩევს სასურველ ნივთს, ამატებს მას კალათაში და გადადის ანგარიშსწორების გვერდზე.
-
შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი საკონტაქტო მონაცემები და მისამართი.
-
ტრანზაქციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია გადახდის პარტნიორი ოპერატორი UNIPAY/შპს "უნიფეი".
-
შეკვეთის დასრულებისთვის აუცილებელია ყველა სავალდებულო ველის შევსება (სახელი, გვარი, ზუსტი მისამართი, ტელეფონის ნომერი). არასწორი მონაცემების მითითების შემთხვევაში, Art ikeKids/არტბაიკ კიდსი იხსნის პასუხისმგებლობას მიწოდების შეფერხებაზე.
-
სისტემა მხარს უჭერს ყველა წამყვან მეთოდს: VISA და Mastercard ბარათებს, Apple Pay-სა და Google Pay-ს.
-
მომხმარებელს ასევე აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს თიბისი ბანკის და საქართველოს ბანკის განვადების/ნაწილ ნაწილ გადახდის პირობებით, რომლის პირობებიც განისაზღვრება უშუალოდ ბანკის მიერ.
-
გადახდის დასრულებისთანავე მომხმარებელი მიიღებს დასტურს ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილურ ნომერზე.
-
მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემები (ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, CVV კოდი) არ ინახება და არ არის ხელმისაწვდომი artbikekids.ge-სთვის.
-
ტრანზაქციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია გადახდის ოპერატორი.
მიწოდების პირობები
-
თბილისი: პროდუქციის მიწოდება ხორციელდება შეკვეთის დადასტურებიდან 24-48 საათის განმავლობაში.
-
რეგიონები: საქართველოს მასშტაბით მიწოდება ხორციელდება 3-5 სამუშაო დღეში.
-
მიწოდება ხორციელდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები არ ითვლება სამუშაო დღეებად.
-
მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ნივთის წონასა და მისამართზე. ზუსტი ფასი აისახება ანგარიშსწორების (Checkout) გვერდზე შეკვეთის დასრულებამდე.
-
ნივთის ჩაბარება ხდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე.
-
ნივთის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია, კურიერის თანდასწრებით, ვიზუალურად დაათვალიეროს შეფუთვა და პროდუქტი.
-
თუ ნივთს აღენიშნება ტრანსპორტირებისას მიღებული მექანიკური დაზიანება, მომხმარებელმა არ უნდა ჩაიბაროს იგი, უნდა გადაუღოს ფოტო დაუყოვნებლივ და დაგვიკავშირდეს ნომერზე: +995533332204. ჩაბარების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ვიზუალურ დეფექტებზე პრეტენზია აღარ მიიღება.
-
კომპანია არ არის პასუხისმგებელი მიწოდების დაგვიანებაზე, თუ ეს გამოწვეულია მომხმარებლის მიერ არასწორი მისამართის/ტელეფონის მითითებით ან ფორსმაჟორული გარემოებებით (რთული მეტეოროლოგიური პირობები, გზებზე არსებული შეფერხებები და ა.შ.).
ნივთის დაბრუნებისა და თანხის ანაზღაურების წესი
-
მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ნივთის დაბრუნება ან შეცვლა მისი ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
-
დაბრუნების საფუძველი შეიძლება იყოს: ქარხნული წუნი, შეკვეთილ მოდელთან შეუსაბამობა ან ტრანსპორტირებისას მიღებული დაზიანება (რომელიც დაფიქსირდა ჩაბარების მომენტში).
-
მდგომარეობა: ნივთი უნდა იყოს პირვანდელ მდგომარეობაში, ყოველგვარი დაზიანებისა და ხმარების კვალის გარეშე (საბურავები უნდა იყოს სუფთა, კორპუსი ნაკაწრების გარეშე).
-
შეფუთვა: აუცილებელია ორიგინალი შეფუთვის, ყველა თანმხლები დეტალის, აქსესუარის და საგარანტიო ფურცლის შენარჩუნება.
-
შემოწმება: ნივთის დაბრუნებისას, "Art BikeKids/არტბაიკ კიდსი" იტოვებს 48 საათს პროდუქტის ტექნიკური მდგომარეობის შესამოწმებლად. თუ დადგინდა, რომ დეფექტი გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით, ნივთი უკან არ დაიბრუნება.
-
ნივთის დაბრუნების პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადახდილი თანხა დაუბრუნდება მომხმარებელს 5-დან 10 სამუშაო დღის ვადაში.
-
თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ იმავე საბანკო ანგარიშზე/ბარათზე, საიდანაც განხორციელდა გადახდა.
-
ტრანსპორტირების (მიწოდების) საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაბრუნების მიზეზი ქარხნული წუნია.
-
ნივთის გამყიდველთან ტრანსპორტირების ხარჯს ფარავს მომხმარებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასტურდება ქარხნული დეფექტი ან კომპანიის მხრიდან დაშვებული შეცდომა (მაგ: არასწორი მოდელის გამოგზავნა).
საგარანტიო პირობები
-
გარანტია ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ ძირითად ელექტრო კომპონენტებზე: ელექტრო ძრავზე (Motor) და ელემენტზე (Battery), პროდუქტის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის ვადით.
-
საგარანტიო პირობა მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზიანება გამოწვეულია ქარხნული წუნით და არა მყიდველის მიერ არასწორი დატენვით, ძაბვის ცვალებადობით ან ფიზიკური დაზიანებით.
-
გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქცია განკუთვნილია ბავშვების მიერ ინტენსიური მოხმარებისთვის (რაც გულისხმობს მაღალ მექანიკურ დატვირთვას, დარტყმებსა და არაპროგნოზირებად ექსპლუატაციას), ნებისმიერ ვიზუალურ, მექანიკურ და სტრუქტურულ დაზიანებაზე გარანტია არ ვრცელდება.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა და უსაფრთხოება
-
უსაფრთხოების ნორმები: მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ელექტრო ტრანსპორტის (გო-კარტი, სკუტერი, ბალანს-ბაიკი) გამოყენება დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან. ბავშვის მიერ ნივთის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ზრდასრულის მეთვალყურეობის ქვეშ და შესაბამისი დამცავი აღჭურვილობით (მუზარადი, მუხლისა და იდაყვის დამცავები).
-
"ArtBikeKids/არტბაიკ კიდსი" (ი/მ დიმიტრი ჯანყარაშვილი) არ არის პასუხისმგებელი ნივთის გამოყენებისას მიღებულ ნებისმიერ ფიზიკურ ტრავმაზე, დაზიანებაზე ან მესამე პირის მიმართ მიყენებულ ზიანზე.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
-
საიტზე შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი აწვდის კომპანიას შემდეგ პერსონალურ ინფორმაციას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი (საჭიროების შემთხვევაში), ფაქტობრივი მისამართი, ელ-ფოსტა და ტელეფონის ნომერი.
-
''ArtBikeKids/არტბაიკ კიდსი" ი/მ დიმიტრი ჯანყარაშვილი ადასტურებს, რომ ეს ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ შეკვეთის დამუშავების, ნივთის მიწოდებისა და საგარანტიო მომსახურების მიზნებისთვის.
-
მომხმარებლის მონაცემები (მისამართი და ტელეფონი) გადაეცემა მხოლოდ საკურიერო კომპანიას ნივთის მიწოდების უზრუნველსაყოფად.
-
კომპანია არ გასცემს, არ ყიდის და არ აზიარებს მომხმარებლის მონაცემებს მესამე პირებზე მარკეტინგული მიზნებისთვის.
-
გადახდის პროცესი სრულად ხორციელდება გადახდის ოპერატორის შპს"უნიფეი"-ს დაცულ სერვერზე, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაშიფვრას საერთაშორისო სტანდარტებით.
-
პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია შეკვეთის შესასრულებლად და კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო/საგარანტიო ვალდებულებების შესასრულებლად.
დასკვნითი დებულებები
-
ვებგვერდზე შეკვეთის განთავსებით (ღილაკზე „ყიდვა“ ან „შეკვეთა“ დაჭერით), მომხმარებელი ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე წესებს, პირობებსა და საგარანტიო შეზღუდვებს.